სულ რამდენი ადამიანია საქართველოში სრულად ვაქცინირებული - რა ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი?
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 161 069 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1-ლი აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 495 381 აცრა.
შეგახსენებთ,საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან მიმდინარეობს. ქვეყანაში ვაქცინაცია ტარდება ვაქცინებით: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი".
"ინტერპრესნიუსი"