თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
სამხრეთ თურქეთში ტყის მასიური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, - მედიის ინფორაციით, ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლიმ განაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, 7 ადამიანი ქალაქ მანავგატში, ერთი კი - მარმარისში დაიღუპა.
ოთხშაბათიდან დღემდე, თურქეთის 32 ქალაქში გაჩენილი 126 ხანძრიდან 119-ის ლოკალიზება მოხერხდა.
ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 800-ზე მეტი სახანძრო მანქანაა ჩართული.
ოთხშაბათიდან საკუთარი სახლებიდან და სასტუმროებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან. 3 სახანძრო თვითმფრინავი გააგზავნა თურქეთში ევროკავშირმაც.
"ინტერპრესნიუსი"