როგორი ამინდი იქნება საქართველოში 3-6 აგვისტოს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 3-6 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

"5 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით 2-3 გრადუსით მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.