"აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალებაზე გამოძიებას ვაწარმოებთ, ის რომ ვიღაცამ გადმოადგდო და მოკლა, ეს თემა გამოირიცხა"
აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიებას ვაწარმოებთ, ის რომ ვიღაცამ გადმოადგდო და მოკლა, ეს თემა გამოირიცხა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს.
" აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოძიებას ვაწარმოებთ, გვყავს მისი გარდაცვალების თვითმხილველები. ის რომ ვიღაცამ გადმოაგდო და მოკლა, ეს თემა გამოირიცხა 99 %-ით. თუმცა, ახლა იძულება, რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს. გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს",- აღნიშნავს გომელაური.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებას, რომ გარდაცვალების საქმეში შესაძლოა, აზერბაიჯანული მხარე მონაწილეობდეს, გომელაური აღნიშნავს: "აფგან მუხთარლის ძალიან ბევრი ზღაპრები გვახსოვს. მის განცხადებებზე პასუხს ნაღდად ვერ გაგცემთ",- აღნიშნავს გომელაური.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს.