მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა - კვირის პალიტრა

მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.ქაჯაია ფინალურ შეხვედრაში კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5-0 დამარცხდა.

ცნობისთვის, ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა, მანამდე კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი - სერგეი სემენიოვი.

ამრიგად, ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ უკვე ოთხი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.