"ივანიშვილის რეჟიმს საქმე ასე აქვს აწყობილი - უსაფრთხოების აპარატის ამოცანა ყველას პოლიტიკური კონტროლია" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის რეჟიმს საქმე ასე აქვს აწყობილი - უსაფრთხოების აპარატის ამოცანა ყველას პოლიტიკური კონტროლია"

"ივანიშვილის რეჟიმს საქმე ასე აქვს აწყობილი – უსაფრთხოების აპარატის ამოცანა ყველას პოლიტიკური კონტროლია", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სუს-ის ჩანაწერებს ეხება.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, ნანახი გვაქვს, როგორ ექცევა "საკუთარ თანაგუნდელებს ეს რეჟიმი ბინძური მასალებით, როდესაც ისინი რაიმე სხვა არჩევანს გააკეთებენ"

"ივანიშვილის რეჟიმს საქმე ასე აქვს აწყობილი – უსაფრთხოების აპარატს ამოცანა ქვეყნის დაცვა, მოქალაქეების ინტერესების დაცვა კი არ აქვს გარე მტრებისგან, ან ორგანიზებული დანაშაულისგან, ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, არა – ყველას პოლიტიკური კონტროლი, მათ შორის, ვინც იმ მომენტში ივანიშვილის გარემოცვაშია, არის დასაყრდენი ამ რეჟიმის. ჩვენ ნანახი გვაქვს, საკუთარ თანაგუნდელებს როგორ ექცევა ეს რეჟიმი სწორედ ამ მეთოდებით მოპოვებული ბინძური მასალებით, როდესაც ისინი რაიმე სხვა არჩევანს გააკეთებენ",- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. კერძოდ, გუშინ, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ წაიკითხა, როგორც თავად აღნიშნა, სუს-დან მოპოვებული კრებსი. გვარამიას ინფორმაციით, ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე.