IRI-ის კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ ხმას, 14 % „ნაცმოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა - კვირის პალიტრა

IRI-ის კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ ხმას, 14 % „ნაცმოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა

IRI-ის კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 26% ხმას "ქართულ ოცნებას" ხმას, 14 % "ნაცმოძრაობას", 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 26% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 14% "ნაციონალურ მოძრაობას", 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები იყოს, ხმები ასე გადანაწილდა : შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი -3%; გირჩი მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 2%; სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე - 2%; ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე - 2%, პატრიოტთა ალიანსი - 2%; მოქალაქეები - 2%; ერი- ლევან ვასაძე - 1%; გოგა ბოკერია - ევროპული საქართველო - 1%; ხალხისთვის - ანა დოლიძე - 1%; დროა - ელენე ხოშტარია 1 %; გირჩი - 1%; სხვა - 1%; არ იცის - 20%, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა.