(IRI)-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს - კვირის პალიტრა

(IRI)-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის", (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს.

კერძოდ, კითხვაზე: "გსურთ თუ არა იხილოთ ახალი პოლიტიკური პარტიები მომავალ არჩევნებში, თუ კმაყოფილი ხართ არჩევანის დღევანდელი შესაძლებლობით?“ - გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს, 31% კმაყოფილია არჩევანის დღევანდელი შესაძლებლობით, 8%-მა კი არ იცის ან არ აქვს პასუხი კითხვაზე.

ამასთან, კიდევ ერთ შეკითხვაზე : "უჭერთ თუ არა მხარს საქართველოში გადასინჯული საარჩევნო სისტემის მიღებას?", გამოკითხულთა 35%-მა უპასუხა, რომ ნამდვილად უჭერს მხარს, 41 % - "ნაწილობრივ", 11% - "ნაწილობრივ წინააღმდეგია", 2 % - "ნადვილად წინააღმდეგია", 12 %-მა კი არ იცის/ არ აქვს პასუხი კითხვაზე.

"ინტერპრესნიუსი"