"ოცნებისგან" ველოდებით ბევრ ბილბორდს და ბილბორდზე გაღიმებულ და შარავანდედით მოცულ "ქოცებს", ოპოზიციისგან რაიმე კრეატულს არ ველოდები" - კვირის პალიტრა

"ოცნებისგან" ველოდებით ბევრ ბილბორდს და ბილბორდზე გაღიმებულ და შარავანდედით მოცულ "ქოცებს", ოპოზიციისგან რაიმე კრეატულს არ ველოდები"

"ქართული ოცნებისგან" ველოდებით ბევრ ბილბორდს და ბილბორდზე გაღიმებულ და შარავანდედით მოცულ "ქოცებს" - ოპოზიციისგან არ ველოდები რაიმე კრეატულს, ისევ ემოციურ თამაშს ველი",- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება "გირჩის" გეგმებს, როგორც მან აღნიშნა, ძირითად აქცენტს არჩევნების პროპორციულ ნაწილზე გააკეთებენ, თუმცა, შესაძლოა ჰყავდეთ რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატიც.

"ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ადამიანები აღმოვაჩინოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და "ზუმის" პლატფორმით მოვაწყოთ მათთან გასაუბრება, რომ ასე გავაცნოთ საზოგადოებას ახალი "გირჩები". ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურას თბილისის მერად ვფიქრობდით იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციიდან არავინ დააყენებდა კანდიდატს, მაგრამ ახლა ამის პირობები არ დადგება, ამიტომ ჩვენ გადავერთვებით პროპორციულ არჩევნებზე ძირითადად და შეიძლება ერთი-ორი მაჟორიტარიც გყვავდეს,"- განაცხადა ხვიჩიამ.