"დღეს სალომე ზურაბიშვილმა ჩემს თვალში მიიღო საპრეზიდენტო ლეგიტიმაცია" - გია ხუხაშვილი პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

"დღეს სალომე ზურაბიშვილმა ჩემს თვალში მიიღო საპრეზიდენტო ლეგიტიმაცია" - გია ხუხაშვილი პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა

იმისათვის, რომ უცხოეთისგან პატივისცემა დავიმსახუროთ, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენ სიტყვას პატივს, ესე იგი ნაკისრ ვალდებულებებს უნდა ვასრულებდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველოს მეორე მთავარი გამოწვევა ევროპული გზაა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

"მეორე გამოწვევა ჩვენს ევროპულ გზას ეხება, რომელსაც ჩემი ამ ქვეყანაში ჩამოსვლის დღიდან ვაიგივებდი და ვაიგივებ საქართველოს ერთადერთ ჭეშმარიტ გზასთან. ამ გაიგივებაში მარტო არ ვარ. ჩემი

წინაპრები იყვნენ, ჩვენი წინაპრები იყვნენ ილია და ნიკო ნიკოლაძე, სულხან-საბა და ექვთიმე. არა იმიტომ, რომ უცხოეთის დაკრულზე ცეკვავდნენ, არა იმიტომ, რომ საკუთარ მეობას არ იცავდნენ ან იდენტობის დაცვა ჩვენზე ნაკლებად ენაღვლებოდათ, არამედ მათ კარგად ესმოდათ, რომ ევროპას, როგორც ეკონომიკური და სოციალური განვითარების მოდელს, და როგორც

მოკავშირეს ალტერნატივა არ გააჩნია. მცდელობები, რომ დაგვაჯერონ მავანმა, თითქოს ევროპა თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, გარყვნილების გზაა, სწორედ ერთადერთი პერსპექტივისგან ჩვენს დაშორებას ემსახურება და კარგად გვესმის ეს ვის ინტერესშია, აქაც როგორც პანდემიასთან ბრძოლაში, ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა. პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, როგორც ვიცავთ საკუთარ სახეს და სახელს, რამეთუ ვერავინ ვერ დაგვამციროს და პატივისცემა დაგვაკლოს. ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს ხოლმე მათი მითითებები, კრიტიკა თუ გახშირებული შენიშვნები, იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენ სიტყვას პატივს, ესე იგი ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვების და შენარჩუნების წინაპირობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

პრეზიდენტმა საკუთარ განცხადებაში პარტნიორებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნა სთხოვა, რაც ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს. "პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა.

წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიქნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას.

ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელის ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა. მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისთვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნას სთხოვს და აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები.

„მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს განვითარებისა და დეოკუპაციის ერთადერთი გზა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა.

„დამოუკიდებლობა ვერ და არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმის იზოლაციონიზმს, რამეთუ, როგორც კი მარტო რჩები, დასუსტებული, ძალაგამოცლილი, ბუნებრივად ხდები იმისი სამიზნე, ვისაც მუდმივი სწრაფვა ჰქონდა და აქვს გაფართოებისა და შენი დამორჩილებისაკენ... ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი რეალობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით ჩვენს პატარა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას. ეს ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ და სწორედ ასე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღემდე – რეალური მოკავშირეების გამუდმებული ძებნით, რათა თავიდან აგვეცილებინა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით. დღესაც ჩვენი არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველია და ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისაკენ”

"დღეს სალომე ზურაბიშვილმა ჩემს თვალში მიიღო საპრეზიდენტო ლეგიტიმაცია" - ასე გამოეხმაურა ექსპრტი გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. (წყარო)