"ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართვას გთხოვთ!" - ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართვას გთხოვთ!" - ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.

მინისტრმა მოსახლეობას ასევე მიმართა, რომ პანდემიის პირობებში კვლავ მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ მთავარ იარაღად პირბადის გამოყენება რჩება.

"მნიშვნელოვანია სოციალური ღონისძიებებისგან თავის შეკავება, სოციალური დისტანცია. რა თქმა უნდა, მთავარი იარაღი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და საკმაოდ ფართო ხელმისაწვდომობა გვაქვს - ვაქცინაციის პროცესია და ყველა მოქალაქეს ამ პროცესში აქტიურ ჩართვას გთხოვთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.