კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაპირისპირებისას ერთი მამაკაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს 50 წლის მამაკაცი მოკლეს, ორი პირი კი დაჭრეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიები მოქმედებები.