"თალიბებმა ავღანეთის მთავრობის მედიისა და ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი მოკლეს" - კვირის პალიტრა

"თალიბებმა ავღანეთის მთავრობის მედიისა და ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი მოკლეს"

თალიბებმა ავღანეთის მთავრობის მედიისა და ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი დავა ხან მინაპალი მოკლეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დაჯგუფების პრესსპიკერმა განაცხადა.

დავა ხან მინაპალის მკვლელობის ფაქტი ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, ვინ არის პასუხისმგებელი მის სიკვდილზე.

დავა ხან მინაპალს ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის პრესსპიკერის თანამდებობად ეკავა.