"როცა ოფიციალური მოსკოვის მორიგი განცხადება არ მოგვეწონება, პასუხად ისტერიკა და გულში მჯიღის ცემა არ შველის საქმეს"
ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ქარჩხაძის "ქარავანში" ერთი გენიალური მომენტია. ღიპიანი ქართველი სუფრაზე ამბობს, საქართველო ისე მიყვარს, მის გამო ახლავე მოვიკლავ თავსო.
სუფრაზევე პასუხობენ: თავის მოკვლა იოლია, შენს ქვეყანას უფრო ის გამოადგება, ღიპს თუ დაიგდებ, კარგ განათლებას თუ მიიღებ და რაიმე საქმეს კარგად თუ შეისწავლიო.
ჰოდა, როცა ოფიციალური მოსკოვის მორიგი განცხადება არ მოგვეწონება, პასუხად ისტერიკა და გულში მჯიღის ცემა არ შველის საქმეს" - წერს შარაშენიძე.