ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერები დაიწყო
ევროპული ქვეყნებიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება. ჩარტერული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ამჯერად, ტალინიდან დაემატა. ესტონეთის დედაქალაქიდან პირველ ჩარტერს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 150-ზე მეტი ტურისტი ჩამოჰყვა. ჩარტერული ფრენები "ტალინი-ბათუმი-ტალინი" კვირაში ერთხელ სექტემბრის ბოლომდე განხორციელდება. ტალინთან ერთად ჩარტერული ფრენები ბათუმშივილნიუსიდანაც ხორციელდება. ბალტიისპირეთიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერებიპირველად 2019 წელს დაიწყო. მას ორგანიზებას ტურისტული კომპანია "აჭარა ტური" უწევს.
2021 წლის ივლისში, ბათუმში 480 საერთაშორისო ფრენა განხორციელდა, რაც გასული წლისანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 60 - ჯერ, ხოლო 2019 წლის მონაცემთან შედარებით36.36 %-ითაა გაზრდილი. მგზავრთა ნაკადი გაზრდილია 20.15 % -ით.