ვინ არის ახალი ქართველი მილიარდერი, რომლის ქონება კიდევ გაიზარდა - კვირის პალიტრა

ვინ არის ახალი ქართველი მილიარდერი, რომლის ქონება კიდევ გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა. საუბარია, ყაზახური ფინტექპლატფორმის "კასპის" დამფუძნებელზე მიხეილ ლომთაძეზე. იმ პერიოდში ლომთაძე რეიტინგში 804-ეპოზიციაზე იყო და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

დღეის მდგომარეობით კი, მიხეილ ლომთაძე "ფორბსის" მილიარდერების რეიტინგში 592-ეადგილზეა და მისი ქონება 5,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ცნობისთვის, "ფორბსის" მილიარდერთა რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი ბიძინა ივანიშვილი გვხვდება, რომლის ქონებაც ამ დროისთვის, 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

რაც შეეხება მიხეილ ლომთაძეს, მისი კომპანია, "კასპი" ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური(ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. გაგრძელება