"ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ კონ­ფლიქ­ტი მოხ­დე­ბო­და და ასე­თი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და" - ვინ არის ბერი, რომელიც ბორჯომში მკვლელობის საქმეზე დააკავეს - კვირის პალიტრა

"ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ კონ­ფლიქ­ტი მოხ­დე­ბო­და და ასე­თი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და" - ვინ არის ბერი, რომელიც ბორჯომში მკვლელობის საქმეზე დააკავეს

ბორჯომში გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს, ბერია.

სქიმაში აღკვეცილი ბერი 1986 წელს დაბადებული ანტონ მაისურაძეა. ბრალდებულის ახლობლების ინფორმაციით, იგი ბერად აღკვეცის შემდგომ, თავდაპირველად, წალკის ეპარქიაში იმყოფებოდა, ამ ეტაპზე რომელ ეპარქიაში ირიცხებოდა მონასტერში, დაზუსტებით არ იციან, თუმცა, ბორჯომს ხშირად სტუმრობდა.

მოკლული ლევან ნამგალაძის ახლობლები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მომხდარი კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. მათი ინფორმაციით, მაისურაძესა და ნამგალაძეს შორის უთანხმოება მოხდა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა.

"მოკლულ ლევან ნამგალაძეს და ბრალდებულ სასულიერო პირს ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახლობლობდნენ და ხშირად სხვადასხვა ადგილზე ერთადაც ჩნდებოდნენ.

მკვლელობის ღამეს არანაირ "გარჩევებს" და კრიმინალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. გვიან ღამემდე ახლობლები ლიკანში იმყოფებოდნენ ლევან ნამგალაძესთან სახლში, საკმაოდ გვიან დაიშალნენ. ამბობენ, რომ იმ ღამით ნამგალაძეს და მამაოს რამდენჯერმე ჰქონდათ სატელეფონო საუბარი და კამათი მოუვიდათ, ამის შემდეგ ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

მათ მოუვიდათ კონფლიქტი, როგორც ვიცით, ლევანმაც ისროლა, თუმცა სროლის შედეგად არავინ დაშავებულა და ამის შემდეგ მას მიაყენა ბრალდებულმა სხეულის დაზიანებები, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. როგორც ვიცით, არტერია ჰქონდა დაზიანებული და საავადმყოფოში მიყვანამდე დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა" - აცხადებს Ambebi.ge-სთან მოკლულისა და ბრალდებულის ახლობელი. გაგრძელება