"საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები" - რას წერს პრემიერი 8 აგვისტოს ომზე?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩვენ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი ავირჩიეთ, რომელიც გონივრული პოლიტიკით და საერთაშორისო მხარდაჭერით, აუცილებლად მოიტანს შედეგს.
"აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები. ამ ომმა შეიწირა ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. მინდა პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს.
მათი გმირობა ვაჟკაცობისა და უდრეკობის, სამშობლოსათვის თავდადების უკვდავი მაგალითია. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. ჩვენ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი ავირჩიეთ, რომელიც, ჩვენი გონივრული პოლიტიკით და საერთაშორისო მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს შედეგს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქში.
"ინტერპრესნიუსი"