ჯუანშერ ბურჭულაძე:"ჩვენი უპირველესი ამოცანაა აღვკვეთოთ და შევამციროთ რისკები, რათა ქვეყანამ აიცილოს ნებისმიერი სახის შეიარაღებული კონფლიქტი"
საზოგადოება შეთანხმდა, რომ ომის დაწყების თარიღად განვსაზღვრეთ 8 აგვისტო. ამას პრინციპული მნიშვნელობა რატომ აქვს? , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ აგვისტოს ომიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თუ საზოგადოება ომის წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავს, ამით ძირითადი შინაარსი არ იცვლება. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს, 23:45 საათზე შემოიჭრა.
ბურჭულაძემ ასევე მიუსამძიმრა რუსეთთან ომში დაღუპულთა ოჯახებს.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს. თავდაცვის ძალებმა 170 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, კიდევ უფრო მეტი სამოქალაქო პირი შეეწირა რუსეთის აგრესიას, ასევე დაშავდა ათასობით პირი ქართული მხარის მხრიდან და ჩვენი ხელისუფლება ყველას მხარდაჭერას აღუთქვამს. ჩვენი უპირველესი ამოცანაა აღვკვეთოთ და შევამციროთ რისკები, რათა ჩვენმა ქვეყანამ აიცილოს ნებისმიერი სახის შეიარაღებული კონფლიქტი", - აღნიშნა ბურჭულაძემ.
მისი განმარტებით, მოქმედი ხელისუფლების ძალისხმევით, ომში დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობები ცალსახად გაუმჯობესდა.
"სოციალური თვალსაზრისით, ჩვენ ყველა პირობები გავაუმჯობესეთ. ჩვენ დაჭრილ-დასახიჩრებულთა ანაზღაურება გავაოთხმაგეთ. ასევე, ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა დაღუპული სამხედრო პირის ოჯახთან და მაქსიმალურად მხარში ვუდგავართ. ჩვენი ხელისუფლება ერთადერთია, რომელმაც თავიდან აირიდა ყველა სახის შეიარაღებული კონფლიქტი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
"ინტერპრესნიუსი"