ცესკო-ს გადაწყვეტილებით რა ნომრად დარეგისტრირდა გიორგი გახარიას პარტია?
პარტიამ "საქართველოსთვის" 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა და მისი საარჩევნო სახელწოდება იქნება - "გახარია - საქართველოსთვის".
პარტიამ ასევე, მონაწილეობა მიიღო წილისყრის პროცედურაში და მას საარჩევნო რიგითი ნომერი - 25 მიენიჭა.
შესაბამისად, 2021 წლის თვითმმართველობის საარჩევნო ბიულეტენში პარტია შემდეგი სახით იქნება წარმოდგენილი - #25 გახარია - საქართველოსთვის.
"ინტერპრესნიუსი"