საბერძნეთის კუნძულზე სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - კვირის პალიტრა

საბერძნეთის კუნძულზე სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთის კუნძულ ზაკინთოსზე სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავის მფრინავი გადარჩა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, საბერძნეთში ტყის ხანძრებს მეშვიდე დღეა ებრძვიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კუნძულ ევიაზე, საიდანაც უკვე 2 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, ტყის ხანძარს 570-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. კუნძულზე განადგურებულია ათასობით ჰექტარი მიწა, სახლები და ბიზნეს ობიექტები.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან გასამკლავებლად არმიის მობილიზება მოახდინა. საბერძნეთს დახმარებას უწევს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის: საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია და ეგვიპტე.

"ინტერპრესნიუსი"