ლეღვის ფოთლების ნახარშით 12 და 15 წლის დებმა სხეულის დამწვრობა მიიღეს - რას ამბობს გუგა ქაშიბაძე
ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული დამწვრობებით ხეჩინაშვილის კლინიკაში 2 მოზარდია მოთავსებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ერთგან დამწვარია სხეულის 20%, მეორესთან კი 40%.
მისივე ინფორმაციით, ლეღვის ფოთლების ნახარში მოზარდებმა რუჯის მიღების მიზნით გამოიყენეს.
"გამთენიისას შემოიყვანეს 2 გოგონა, 15 და 12 წლის დები. ერთგან დამწვარია სხეულის 20%, მეორესთან კი 40%. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მათივე გადმოცემით, ლეღვის ფოთლების ნახარში რუჯის მიღების მიზნით წაისვეს",-აღნიშნავს ქაშიბაძე.