რა შემთხვევაში დაჯარიმდება პირი თუ ღია სივრცეში პირბადეს არ გამოიყენებს - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში დაჯარიმდება პირი თუ ღია სივრცეში პირბადეს არ გამოიყენებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რა შემთხვევაში დაჯარიმდება მოქალაქე პირბადის არტარების გამო. როგორც მან საკორდინაცო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხვალიდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება და ამ რეგულაციის დარღვევისთვის პირი დაჯარიმდება.

"ჩვენივე უსაფრთხოებისთვის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს არის ის, რომ ყველამ, ყველგან ვატაროთ პირბადე. რაც შეეხება სანქცირებას, თუ პირს არ უკეთია პირბადე, ამ შემთხვევაში დაჯარიმდება მხოლოდ მაშინ, თუ ის ჯგუფურად არის 5 ადამიანთან ერთად და მას, ან სხვა მის თანამოსაუბრეებს პირბადე არ უკეთიათ, თორემ თუ თქვენ ორნი გაადადგილდებით ქალაქში, ბუნებრივია, ეს სანქცირებას არ ექვემდებარება. თქვენივე უსაფრთხოებისთვის უმჯობესია პირბადით იმოძრაოთ", - განაცხადა გაბუნიამ.