"წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ახალი ფანჩატურის გაკეთების ნიშნები გამოჩნდა" - კვირის პალიტრა

"წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ახალი ფანჩატურის გაკეთების ნიშნები გამოჩნდა"

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, "წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ახალი ფანჩატურის გაკეთების ნიშნები გამოჩნდა".

ვოლსკის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებში ყოველთვის წარმართველი ძალა იყო და მათი წინასაარჩევნო მუშაობაც სწორედ აქედან გამომდინარე იქნება.

"სატელიტ პოლიტიკურ პარტიებს "ნაციონალურ მოძრაობაზე" ჩამოკიდებული გამარჯვებისა და რაღაც ადგილების მოპოვების სურვილი არ გაქრობიათ", - ასე უპასუხა გია ვოლსკიმ კითხვას, თუ რატომ აჭიანურებენ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კამპანიის დაწყებას.