კელი დეგნანი:"რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს საქართველოდან სამხედრო ძალები" - კვირის პალიტრა

კელი დეგნანი:"რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს საქართველოდან სამხედრო ძალები"

რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს საქართველოდან სამხედრო ძალები, მათ უკან უნდა წაიღონ ამ რეგიონების აღიარება და ჰუმანიტარული დერეფნები გახსნან, რათა ყველას, ვინც ამ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს, შესაძლებლობა ჰქონდეთ, მიიღონ ის ჰუმანიტარული დახმარების, რაც მათ სჭირდებათ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან, 13 წლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობას პროგრესის იმედი უნდა ჰქონდეს.

"ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული პერიოდია, როდესაც წარსულ ამბებს ვიხსენებთ, ომში რამდენი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა და ეს პროცესები კვლავაც გრძელდება იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ადმინისტრაციულ გამყოფ საზღვართან ცხოვრობს. იმისათვის, რომ ამ საკითხების მოგვარების იმედი გაჩნდეს, აუცილებელია ამ პროგრესის იმედი ჰქონდეთ ქართველებს. რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს საქართველოდან ძალები, მათ უკან უნდა წაიღონ ამ რეგიონების აღიარება და ჰუმანიტარული დერეფნები გახსნან, რათა ყველას, ვინც ამ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს, შესაძლებლობა ჰქონდეთ მიიღონ ის ჰუმანიტარული დახმარების, რაც მათ სჭირდებათ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

"ინტერპრესნიუსი"