"ვუყურებდი როგორ კვდებოდა...სასწრაფოს ვეხვეწებოდი, უგონოა და დამეხმარეთ-თქო და არ გვყავს თავისუფალი მანქანაო"- რას წერს დედის ჯანმრთელობაზე მაიკო კაჭკაჭიშვილი? - კვირის პალიტრა

"ვუყურებდი როგორ კვდებოდა...სასწრაფოს ვეხვეწებოდი, უგონოა და დამეხმარეთ-თქო და არ გვყავს თავისუფალი მანქანაო"- რას წერს დედის ჯანმრთელობაზე მაიკო კაჭკაჭიშვილი?

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს და ყვება, როგორ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა სასწრაფოს დაგვიანების და ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო.

"ეხლა შემიძლია წერა...

დღეს მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა ჩემთვის.

დედაჩემს დაეწყო თირკმელის შეტევა, სიცხე ავარდა 40 - ზე და ვერ ვაკავებდით ისე ხტოდა და სიცხესაც ვერაფერს ვშველიდი.

გაშავდა, გასივდა და კითხვებზე არასწორი პასუხები გამცა, მანდ უკვე დავინახე, რომ მორჩა ყველაფერი, ვუყურებდი როგორ კვდებოდა...სასწრაფოს ზუსტად 4 საათი და 25 წუთი ველოდე.  არ ვიცოდი კოვიდი იყო, თუ  რას ჰქონდა ესეთი კრიზი.

ყველა ტიროდა ჩემ გარდა, მე უბრალოდ აზროვნების უნარი დავკარგე და ტირილი რა იყო არ ვიცოდი.

გამოვიყვანე მდგომარეობიდან, მაგრამ როგორც ბუნდოვნად მახსოვს,

სასწრაფოს ვეხვეწებოდი, უგონოა და დამეხმარეთ-თქო და არ გვყავს თავისუფალი მანქანაო, ვერც გავბრაზდი იმიტომ, რომ იმ ხალხსაც ყავს შვილები და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ ექიმებს,ანუ დღეს ჩავხედე იმ რეალობას თვალებში, რომელიც გვჭირს და ხალხთან ექიმი ვერ მიდის,

მძიმე რეალობაა.

გაუფრთხილდით ოჯახის წევრებს, საკუთარ თავებს,  დაიცავით რეგულაციები ზედმეტად ზედმიწევნით.

დამიჯერეთ, ძალიან რთულია შველას რომ ითხოვ და შველა არ არის იმიტომ, რომ რიგში მერამდენე ხარ კაცმა არ იცის…."- წერს კაჭკაჭიშვილი (წყარო)