სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები რუსეთში არჩევნებისთვის ხელის შესაშლელად საერთაშორისო სტრუქტურებს იყენებენ - კვირის პალიტრა

სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები რუსეთში არჩევნებისთვის ხელის შესაშლელად საერთაშორისო სტრუქტურებს იყენებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განაცხადებით, დასავლეთის ქვეყნები რუსეთში არჩევნებისთვის ხელის შესაშლელად საერთაშორისო სტრუქტურებს იყენებენ.

"ხედავთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საზღვარგარეთ, პირველ რიგში, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ჩვენს საშინაო საქმეებს, განსაკუთრებით არჩევნებს. ისინი ცდილობენ, გამოიყენონ საერთაშორისო ორგანიზაციები ხმის მიცემის პროცესის გართულების მიზნით. მათ გამოიყენეს ეუთო მიუღებელი ქმედებებისთვის, რაც ეწინააღმდეგება ორგანიზაციის სამდივნოსა და ოფისის მოვალეობებს", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთი ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენოს.

"ვიცით, რომ დამატებითი ნაბიჯები წინასწარ მზადდება. დასავლეთის ქვეყნებს სურთ, მოამზადონ საფუძველი, რათა ჩვენი არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება სცადონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ ამას, გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს და მივიღებთ შესაბამის ზომებს. ჩვენი არჩევნები ჩვენი შიდა საქმეა. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, კანონები, პროცედურები, მექანიზმები ხმების ობიექტური დათვლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნების მონიტორინგში ჩართული საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობას ამცირებს. ამის შემდეგ ეუთომ უარი თქვა რუსეთში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნაზე. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელმა მატეო მეკაჩიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციისთვის გადამწყვეტია დამოუკიდებლად განსაზღვროს დამკვირვებლების საჭირო რაოდენობა.

რუსეთის დუმის არჩევნები 19 სექტემბერსაა დანიშნული.