"დემოგრაფიული კატასტროფისკენ მივექანებით. ანტივაქსერებო, ამით მაინც შეწუხდით!"
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პანდემიას ეხმაურება და ამ კუთხით გაზრდილ სიკვდილიანობაზე პოსტს აქვეყნებს:
"კონკრეტულ ადამიანურ ტრაგედიებს თავი რომ გავანებოთ, აგვისტოში კოვიდით გარდაცვლილი გვეყოლება მინიმუმ 1200 ადამიანი, რაც ნიშნავს საშუალო თვიური გარდაცვალების სტატისტიკის 30%-იან ზრდას. დემოგრაფიული კატასტროფისკენ მივექანებით.
ანტივაქსერებო ამით მაინც შეწუხდით, დღე და ღამე საქართველოს მომავალზე რომ ზრუნავთ… აიცერით!!!…დაიცავით სოციალური დისტანცია!!!…ატარეთ პირბადე!!!…" - წერს გია ხუხაშვილი.