"გამოაცხადა, რომ ცალკე წოლა სურს... "რას დაემსგავსე, ძუძუები რას გიგავს... რა სუნი აგდის... ძროხასავით ფშვინავო" - ნამდვილი ამბები იმ მამაკაცებზე, რომლებიც ახალნამშობიარებ ქალებს "შხამავენ" - კვირის პალიტრა

"გამოაცხადა, რომ ცალკე წოლა სურს... "რას დაემსგავსე, ძუძუები რას გიგავს... რა სუნი აგდის... ძროხასავით ფშვინავო" - ნამდვილი ამბები იმ მამაკაცებზე, რომლებიც ახალნამშობიარებ ქალებს "შხამავენ"

იდეალურ შემთხვევაში, მამაკაცი ფეხმძიმე ცოლს ხელის გულზე ატარებს, ახალნამშობიარევს კი ყველანაირად ეხმარება, რომ ბავშვისა და ოჯახის მოვლის შრომა შეუმსუბუქოს.

თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება და ჩვენს ირგვლივ უამრავი კაცია, რომელიც სწორედ ამ რთულ პერიოდში მარტოს ტოვებს ცოლს ყველა პრობლემის წინაშე. ეს ინტერნეტმომხმარებლების რეალური ისტორიებია, რომლებსაც თავად გვიზიარებენ.

"ჩემთვის ბავშვის გაჩენა არ შეიძლებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამ აზრს შეგუებული ვიყავი, ამიტომ არც გათხოვებას ვჩქარობდი და ვტკბებოდი ჩემი მარტოხელა, ლაღი და უზრუნველყოფილი ცხოვრებით. თუმცა ერთ დღესაც შევხვდი ჩემს მომავალ ქმარს და სულ სხვანაირად დავიწყე ფიქრი. ძალიან მომინდა, მისგან ბავშვი მყოლოდა. თვითონაც იცოდა, რომ პრობლემები მქონდა ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით და განსაკუთრებული მოლოდინი არც გამოუხატავს, როცა ფეხმძიმობის შესახებ ვუთხარი. "რაც იქნება, იქნებაო" - მითხრა და გაგრძელდა ჩვენი ცხოვრება ჰარმონიაში. თუმცა დაახლოებით 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, ეს ჩემი მოსიყვარულე ქმარი თანდათან ისე შეიცვალა ჩემს მიმართ, ვეღარ ვცნობდი. თანდათან დაიწყო შენიშვნები ჩემი გარეგნობის მიმართ. "მოეშვი, რას დაემსგავსე, ძუძუები რას გიგავს... კუპატივით თითები გაქვს... ძროხასავით ფშვინავ... ისევ არწყიე?" - ესენი ყველაზე კეთილი კომენტარებია, რაც მას ჩემი მიმასამართით გამოუთქვამს.

შემდეგ გამოაცხადა, რომ ცალკე წოლა სურს, რომ აღარ შეუძლია ჩემი ოფლიანობის ატანა, რომ თურმე რაღაცნაირი სუნი მიდის და რომ ამხელა მუცელმაც ძალიან შეაწუხა.

გგონიათ, მშობიარობის შემდეგ დასრულდა ეს კოშმარი? სულაც არა. სამშობიაროდან ისევ წამოზრდილი მუცლით რომ გამოვედი, მომაძახა, ახლა ეგ ღიპი სამუდამოდ დაგრჩებაო? რომელ ბავშვის მოვლაზე და საოჯახო საქმეებში ხელის შეშველებაზეა საუბარი? საერთოდ ვეღარ მიტანდა: თურმე მალე ვიღლები, საკმარისზე სწრაფად ვერ მივბივარ ბავშვთან, როცა ტირის, რომ მახინჯი ვარ. მართლაც საოცრებაა, როგორ გარდაიქმნა მინსტრად ეს ნაზი და მოსიყვარულე ბიჭი? მოკლედ, დეპრესიაში ჩამაგდო. სულ ვტიროდი, განუწყვეტლივ. არც დედობა მახარებდა. ისე დამიქვეითა თვითშეფასება, რომ მე თვითონ ვეღარ ვიტანდი საკუთარ თავს. განაგრძეთ კითხვა