"რუსეთმა უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა მეზობელი ქვეყნებისადმი - ისინი სარგებლობენ რუსეთის სიმდიდრით" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა მეზობელი ქვეყნებისადმი - ისინი სარგებლობენ რუსეთის სიმდიდრით"

"მეზობელი ქვეყნები სარგებლობენ რუსეთის სიმდიდრით. ამიტომ, რუსეთმა უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა მათთან მიმართებით", - ამის შესახებ რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი აცხადებს.

დღეს მან, მოქალაქეებთან შეხვედრისას, მოსკოვში, ყირგიზეთის საელჩოსთან განაცხადა, რომ რუსეთი დიდ თანხებს და რესურსს ხარჯავს მეზობელი სახელმწიფოებისთვის, ხოლო ბელარუსი, უკრაინა, შუა აზიის ქვეყნები კი, რუსეთის ამ სიმდიდრით სარგებლობენ.

ჟირინოვსკის აზრით, "რუსეთმა უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა ამ მიმართულებით - მას არ სჭირდება მოკავშირე სახელმწიფოები".

"მათ თავად უნდა ითხოვონ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა", - აცხადებს ჟირინოვსკი.