"ახა­ლი გა­თხო­ვი­ლი იყო, პირ­ველ შვილს ელო­დე­ბო­და. ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი გოგო"- ვინ იყო 26 წლის ორსული, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ახა­ლი გა­თხო­ვი­ლი იყო, პირ­ველ შვილს ელო­დე­ბო­და. ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი გოგო"- ვინ იყო 26 წლის ორსული, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა

"პირველ შვილს ელოდებოდა... არანაირი ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია" - ვინ იყო 26 წლის ორსული, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა

ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" 26 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებული 6 თვის ორსული პაციენტი საავადმყოფოში 30 ივლისს შიყვანეს. როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, მამია ყიფიანმა ტელეკომპანია "რიონთან" განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისთანავე მძიმე იყო. ექიმის თქმით, ახალგაზრდა ქალს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 19 ქულიანი პნევმონია აღენიშნებოდა.

Ambebi.ge ს ინფორმაციით, გარდაცვლილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯვარის მცხოვრები ხათუნა გეთიაა, რომელიც ზუგდიდში მეუღლეთან ერთად ცხოვრობდა.

"ახალი გათხოვილი იყო და პირველ შვილს ელოდებოდა. ძალიან ენერგიული და ხალისიანი გოგო. არანაირი ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია, როგორც ვიცი. ჟანგბადის აპარატი დაგვიანებით მიუტანიათ, როგორც გავიგე" იხილეთ სრულად