"პროფკავშირი 600 ევროს ოდენობის ერთჯერად კომპენსაციას ითხოვს" - გერმანიის რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ - კვირის პალიტრა

"პროფკავშირი 600 ევროს ოდენობის ერთჯერად კომპენსაციას ითხოვს" - გერმანიის რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიის რკინიგზის თანამშრომლებმა ორდღიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" პროფკავშირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაფიცვაში გუშინ სატვირთო მატარებლების მძღოლები ჩაერთვნენ, დღეს კი სამგზავრო მატარებლების თანამშრომლები შეუერთდებიან. პროფკავშირი ხელფასის 3.2 პროცენტით ზრდას და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ 600 ევროს ოდენობის ერთჯერად კომპენსაციას ითხოვს.

გერმანიის რკინიგზის ოპერატორი Deutsche Bahn-ი მოთხოვნების შესრულებაზე უარს აცხადებს. კომპანია აცხადებს, პანდემიისა და ბოლოდროინდელი წყალდიდობის გამო მილიარდობით ევრო დაკარგა.