"კონცერტები არ ჩატარდება და ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია" - კვირის პალიტრა

"კონცერტები არ ჩატარდება და ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია"

როგორც ჩემთვის ცნობილია, კონცერტები არ ჩატარდება და ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონცერტებს უკავშირდება.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიები გაიმართება. მისი თქმით, ამ ღონისძიებებზე რეგულაციები სრულად იქნება დაცული.

"ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შესაბამის პირებთან კომუნიკაცია გვქონდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთ უწყებას დაბრალდეს. ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს ორგანიზებული. შრომითი ინსპექცია მუშაობს როგორც დაორგანიზებულ კონცერტებთან, ისე სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებით.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაკონტროლდეს და არ შედგეს თავყრილობები, რომლებიც შეიძლება ინფექციის გავრცელების წყაროდ იქცეს" , - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვმუშაობთ, რომ არცერთი პაციენტი, ვისაც საჭიროება აქვს, არ დარჩეს კლინიკის გარეთ, თუმცა ის პაციენტები, ვინც შესაძლებელია, რომ დროზე ადრე იყვნენ გაწერილები, მნიშვნელოვანია, რომ მათი დროული გადაყვანა მოხდეს კოვოდსასტუმროებში, - მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით სტაციონარში ინფიცირებულთა 13% ხვდება და გარკვეულ პერიოდში პაციენტების მიღება საკმაოდ რთული იქნება, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ინფექციის გავრცელების სიჩქარის კლება და ინფიცირებულთა რაოდენობის კლებისკენ წამოყვანა.

"ვაკვირდებით თუ რა არის საწოლბრუნვის მაჩვენებელი კლინიკაში და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ეს კომპონენტი. სტაციონარიზაცია დღესდღეობით არის 13%-მდე და ამაზე ვმუშაობთ, რომ არცერთი პაციენტი ვისაც საჭიროება აქვს არ დარჩეს კლინიკის გარეთ, თუმცა ის პაციენტები ვინც შესაძლებელია, რომ დროზე ადრე იყვნენ გაწერილი და გადაყვანილი კოვიდსასტუმროებში, მნიშვნელოვანია, რომ მათი დროული გადაყვანაც მოხდეს. თითოეულ დღეს ინფიცირებულთა 13% ხვდება სტაციონარში, ინფექციის მატებასთან ერთად გამოჯანრთელებულების რიცხვი იზრდება და გარკვეულ პერიოდში საკმაოდ რთული იქნება პაციენტების მიღება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ინფექციის გავრცელების სიჩქარის კლება და ინფიცირებულთა რაოდენობის კლებისკენ წამოყვანა", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

"კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით სამინისტროში, ჩამოვყალიბდებით რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია", - როგორც ის აღნიშნავს, რეკომენდაციებით მიმართავენ საკოორდინაციო საბჭოს, სადაც აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.

"დღეს ოთხშაბათია, შესაბამისად, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები რეგულაციებთან მიმართებაში. ჩვენ კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ჯერ სამინისტროში, ჩამოვყალიბდებით რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია და ამას როგორც ყოველთვის, წერილობითი ფორმით მივაწვდით საბჭოს განხილვისთვის",-აღნიშნავს ტიკარაძე.

"ინტერპრესნიუსი"