ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილზე: "საქართველოში ნამდვილად დემოკრატია გვაქვს, ყველას აქვს უფლება, შექმნას პარტია"
"საქართველოში ნამდვილად დემოკრატია გვაქვს, ყველას აქვს უფლება, მათ შორის, თქვენც შეგიძლიათ შექმნათ პარტია",- ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას, თუ როგორ შეაფასებს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის განცხადებას, პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.
როგორც გომელაური აღნიშნავს, ყველას აქვს უფლება პარტიის შექმნისას საკუთარი მიზნები და მიმართულებები დააფიქსიროს.
" საქართველოში ნამდვილად დემოკრატია გვაქვს. ყველას აქვს უფლება, მათ შორის, თქვენც შეგიძლიათ პარტია შექმნათ და თქვენი საკითხები დააყენოთ, მიზანი და მიმართულებები",-აღნიშნავს გომელაური.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის. როგორც გოგაშვილი აცხადებს, გადაწყვიტა სახალხო პარტიაში დაბრუნდეს, სადაც, მისივე განმარტებით, "პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო".