თალიბებმა ავღანეთის მეცხრე პროვინციის დედაქალაქი აიღეს
თალიბებმა ავღანეთის ბადახშანის პროვინციის დედაქალაქი ფაიზაბადი აიღეს, - ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბადახშანი ქვეყნის 34 პროვინციიდან მეცხრეა, რომლის დედაქალაქიც თალიბებმა ჩაიგდეს ხელში.
ამბოხებულებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ფაიზაბადის გარდა კონტროლი დაამყარეს ბაღლანის პროვინციის დედაქალაქ ფულ-ი-ხუმრსა და ფარაჰის პროვინციის დედაქალაქ ფარაჰზე.
აღსანიშნავია, რომ ბადახშანის პროვინცია ტაჯიკეთს, პაკისტანსა და ჩინეთს ესაზღვრება.