წერეთელი ბესლანის ტრაგედიას მოსკოვში დაუდგამს ძეგლს - კვირის პალიტრა

წერეთელი ბესლანის ტრაგედიას მოსკოვში დაუდგამს ძეგლს

მონუმენტალისტი ზურაბ წერეთელი მოსკოვში ბესლანის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტს დადგამს.

გავრცელებული ინფორმაციით, წერეთელის პროექტმა გაიმარჯვა კონკურსში, რომელიც რუსეთის დედაქალაქში 15 მაისს გამოცხადდა. კონკურსის დამკვეთი ჩრდილოეთ ოსეთია.

წერეთელი პროექტის დეტალებზე ჯერ არ საუბრობს. ცნობილია, რომ ხსოვნის მემორიალი სოლიანკას ქუჩაზე, ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან დაიდგმება. 2004 წლის 1-ელ სექტემბერს ტერორისტებმა ბესლანის პირველი სკოლა დაიკავეს. სამი დღის შემდეგ რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სკოლა შტურმით აიღეს, რასაც 330 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვი იყო.