ჰაკერებმა 600 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს - კვირის პალიტრა

ჰაკერებმა 600 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს

ჰაკერებმა Poly Network- ის სისტემისგან მომხმარებლების კუთვნილი 610 მილიონი აშშ დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს. დეცენტრალიზებული ფინანსების პლატფორმა Poly Network- ის ინფორმაციით, ჰაკერებმა მის სისტემაში არსებული სისუსტე გამოიყენეს.

Poly Network-მა "ტვიტერში" წერილი გამოაქვეყნა და ჰაკერებს მოუწოდა, აქტივები დააბრუნონ.

"თქვენ მიერ მოპარული თანხის რაოდენობა დეცენტრალიზებული ფინანსების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესია. ნებისმიერი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამას განიხილავენ როგორც ეკონომიკურ დანაშაულს და თქვენს წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყება. თქვენს მიერ მოპარული ფული ეკუთვნის კრიპტო საზოგადოების ათობით ათასობით წევრს", - აღნიშნულია წერილში.

Poly Network არის დეცენტრალიზებული ფინანსების პროვაიდერი, რომელიც მომხმარებელს ტოკენების გაცვლა-გაყიდვაში ეხარება.