"რაც "ოცნებიდან" წამოვედი, ჩემი შემოსავალია სოფლის პროდუქტების რეალიზაცია... მერობას არ ვაპირებ, ერთი სოფლელი ბიჭი ვარ" - როგორია გოგაშვილის პოლიტიკური გეგმები?
"რაც "ოცნებიდან" წამოვედი, ჩემი შემოსავალია სოფლის პროდუქტების რეალიზაცია... მერობას არ ვაპირებ, ერთი სოფლელი ბიჭი ვარ" - როგორია გოგაშვილის პოლიტიკური გეგმები?
სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა დღეს "ფეისბუქ" პოსტით ამცნო საზოგადოებას მისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ. როგორც გოგაშვილი წერს, ის ძველ გზას - "სახალხო პარტიას" უბრუნდება, საიდანაც პოლიტიკაში შემოვიდა. ავტორი წერილში "ოცნების" მიერ დანგრეულ ოცნებებზეც საუბრობს.
AMBEBI.GE სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს დაუკავშირდა და მისი სამომავლო პოლიტიკური გეგმების გარკვევას შეეცადა. როგორც რესპოდენტი ამბობს, ის "სახალხო პარტიის" ძველ პლეადას თავისი ახალი გუნდით შეუერთდება.
სოსო გოგაშვილი:
- მოგეხსენებათ, "სახალხო პარტია" პასიურ რეჟიმში იყო გადასული, 20/20-ის არჩევნებში კი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ იმ პერიოდში იქ არ ვიყავი ჩართული. ახალი წამოსული ვიყავი გუნდიდან და არც ერთ პარტიაზე არ მიმუშავია, საერთოდ გავერიდე პროცესებს. რაღაც დროის განმავლობაში მქონდა კონსულტაციები და ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება, ისევ იქ დავბრუნებულიყავი, საიდანაც დავიწყე, ახალი მოძრაობის და პარტიის შექმნას, ისევ "სახალხო პარტია" ვამჯობინე. ამ პარტიას აქვს თავისი იდეოლოგია, ინფრასტრუქტურა, ჰყავს თავისი ერთგული წევრები და არის პარტია, კლასიკური სახით, უბრალოდ, მას განახლება, ადამიანური რესურსი სჭირდება, ინტელექტუალური რესურსით შევსება სჭირდება და იმ პარტიულ გამოცდილ მუშაკებთან ერთად ახალი ძალის, ახალი გუნდის შესვლა. შემდეგ უკვე პოლიტიკური ამბიცია, რა თქმა უნდა.
- ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას? - კი, რა თქმა უნდა. ახლა სიების შედგენის პროცესში ვართ, დროის ფაქტორის გათვალისწინებით, რამდენ რაიონსაც გავწვდებით, იმდენ რაიონში გვექნება სია და გვეყოლება კანდიდატი. ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს და გუნდის წევრებს, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ სხვა არანაირი ფინანსური დაინტერესება არ გვაქვს. გვაქვს იდეა და გვინდა განაცხადი გავაკეთოთ, რომ ერთ თვეში ამ პარტიამ, ფაქტობრივად, უსახსროდ და მხოლოდ იდეით რაღაც შედეგი დავდოთ. შემდეგ, ვადამდელ არჩევნებშიც მივიღებთ აუცილებლად მონაწილეობას.
- პარტიას ვინ დააფინანსებს?
- ჩვენი საკუთარი სახსრებით, რა თქმა უნდა. ვართ ძველი და ახალი გუნდი, ასევე, გამოვაქვეყნებთ ჩვენს ანგარიშს და თუ ვინმე გაბედავს თანხის შემოწირვას, დიდი სიამოვნებით დავთანხმდებით. ვფიქრობ და ჩემი პირადი აზრია, რომ პარტია შემოწირულობებით უნდა იყოს და არა სახელმწიფო დაფინანსებაზე. კლასიკური პარტიები როგორც არსებობენ, ის უნდა არსებობდეს, შემოწირულობებით - საარჩევნო კამპანიაც და პარტიული სტაფიც. პარტია სახელმწიფოს არ უნდა დააწვეს, მით უმეტეს, ისეთ გაჭირვებულს, როგორიც ჩვენია.
- შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი შემოსავლების შესახებ? განაგრძეთ კითხვა