ავტომობილი საზამთროს გასაყიდ ჯიხურთან მდგარ მამა-შვილს დაეჯახა - გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

ავტომობილი საზამთროს გასაყიდ ჯიხურთან მდგარ მამა-შვილს დაეჯახა - გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ჭანდარში გურჯაანის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს საზამთროს გასაყიდ ჯიხურთან მდგარ მამა-შვილს დაეჯახა. შედეგად 42 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამა სხეულის მრავლობითი დაზიანებებით "ჯეოჰოსპიტალსში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"