"ადამიანმა ყველაფერი არ უნდა იკადრო"
ამჯერად, მომღერალ ნოდარიკო ხუციშვილს ვესაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც დღევანდელ საზოგადოებაში მას განსაკუთრებულად აწუხებს და რის მიმართაც პროტესტის განცდა უჩნდება.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"დედამიწის რესურსი იწურება: ჰაერი ძალიან დაბინძურებულია, ყოველდღე სადღაც ნიადაგის ბურღვითი სამუშაოები ტარდება, კოსმოსში რაკეტებს უშვებენ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დედამიწაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ალბათ, რაღაცები სხვაგვარად უნდა იყოს... ყველაზე მარტივი, რაც შემიძლია გავაკეთო, ის არის, რომ ქუჩა ან მდინარე არ დავანაგვიანო, პირიქით - თუ დაბლა დაგდებულს დავინახავ, ავიღო, გარემო არ დავაბინძურო და ა.შ."
"მიყვარს ჩემი ქვეყანაც, ქალაქიც, სადაც გავიზარდე და ძალიან მინდა, რომ სიმშვიდე, კეთილდღეობა იყოს. ამიტომ მოსაზრებას, რომ მთელი ერი ცუდი და სამარცხვინო ვართ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები. კონკრეტულ ფაქტებზე არ ვკამათობ - საშინელი რაღაცები ხდება და რაღაცები გამოსასწორებელია. ამის გამო ხმა უნდა ამოვიღოთ - ჯანსაღი პროტესტიც საჭიროა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, მთელ ერს ნამდვილად ვერ შეურაცხვყოფ..."
"ყველა ქვეყანაში მიმდინარე პროცესი ვიღაცის მიერ იმართება. არასწორად ორგანიზებული რაღაცები ყველგან არსებობს და ეს მოსახლეობას "ურტყამს". არა მგონია, ოდესმე მმართველობა 100%-ით იდეალური იყოს. ჩემს ქვეყანში ბევრს ვერაფერს შევცვლი, მაგრამ სადაც უსამართლობას დავინახავ, ყოველთვის ვეცდები, ჩემი აზრი დავაფიქსირო. მიმაჩნია, რომ არასდროს არავინ არ უნდა იყოს გამოკვეთილად "ვინმესისტი"..."
"დაცინვა ტრენდული გახდა. არა მგონია, ეს კარგის მომტანი იყოს... არ ვამბობ, რომ წარსულით უნდა იცხოვრო, დამახინჯებული ტრადიციაც ბევრია, მაგრამ ეს არის ჩვენი დიდი ნაწილის მნიშვნელოვანი მხარე. ისტორიაც იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგი იყო და ყველანი კარგები ვიყავით, მაგრამ ისტორია იმისთვისაა, რომ ფეხებზე კი არ დაიკიდო, არამედ შეისწავლო და რაც არის კარგი, მას ან გაუფრთხილდე, ან - აგრესია მაინც არ გამოხატო..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 12 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი