"ჩემი პატარები! ნინიმ ბებოს 80 წლის ასაკში ოცნება აუხდინა" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნანუკა გოგიჩაიშვილი
"ჩემი პატარები! ყველას მინდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახის წევრი გაახაროს. ნინიმ ბებოს 80 წლის ასაკში ოცნება აუხდინა და პარიზი ანახა", - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.
მოდელმა და ტელეწამყვანმა ნინი გოგიჩაიშვილმა თავის ბებოს მართლაც აუხდინა დიდი ხნის ოცნება და პარიზში ჩაიყვანა მეუღლესთან ერთად. ბედნიერი ბებოსა და ბაბუს ვიდეოები და ფოტოებიც გამოაქვეყნა.