თურქეთის შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

თურქეთის შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთის შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება ერთი მოქალაქე.

წყალდიდობამ შავი ზღვის სანაპირო პროვინციებში დაანგრია სახლები და ხიდები, დატბორა ავტომობილები. მაშველები სახურავებზე ასული ხალხის გადარჩენას ვერტმფრენებით ცდილობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი გარდაცვლილის ცხედარი კასთამონუში აღმოაჩინეს, დაკარგულ პირს კი ბართინში ეძებენ. ამასთან, ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, ბართინის პროვინციაში ხიდის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც მინიმუმ 13 ადამიანი დაშავდა.

სტიქიისგან დაზარალებული ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ჩაიკეტა სოფლის გზები.