"მთავრობავ, ცოდოა ხალხი... საქალაქო ტრანსპორტი კი არ უნდა გააჩერო, მაქსიმალურად უნდა დაუმატო ავტობუსები..."
ექიმი ზურაბ გურული, რომელიც ამერიკაში საქმიანობს, მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს ეხმაურება:
"მთავრობავ,
საქალაქო ტრანსპორტი კი არ უნდა გააჩერო, მაქსიმალურად უნდა დაუმატო ავტობუსები და მხოლოდ იმდენი ადამიანი აუშვა დაახლოებით, რამდენიც სკამია და მკაცრად გააკონტროლო ნიღბები.
მძღოლის კაბინასთან უნდა იდოს ყუთი ნიღბებით და ყველა უნიღბოს გადაეცეს. ცოდოა ხალხი. რითი იარონ უბრალო მოქალაქეებმა?
იგივე უნდა მოხდეს მეტროშიც.
სრული გაჩერება გამოიწვევს წარმოუდგენელ საცობებს და ამ ხალხს გადაამისამართებთ კერძო მანქანების კიდევ უფრო მცირე სივრცეში", - წერს გურული.