გორში, 101 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

გორში, 101 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

გორის კოვიდკლინიკას დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მცხოვრები 101 წლის პაციენტი ელენე ასანიძე დატოვებს.

ექიმების განცხადებით, ასანიძე კლინიკაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს, რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მკურნალობის შედეგად, პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.

,,პაციენტი შემოვიდა კლინიკაში ფილტვის ქსოვილის დაზიანების მაღალი ხარისხით, უგონო მდგომარეობაში, მთელი რიგი ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, ამჟამად გახლავთ დამაკმაყოფილებელი ოქსიგენაციით და დატოვებს კლინიკას", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ,,გორმედის" ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტატო ქაჯაიამ.

"გორმედის" ქსელის სამივე კოვიდკლინიკაში მკურნალობას 250 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის.