რამდენი ევრო იქნება ანგელა მერკელის ყოველთვიური პენსია თანამდებობის დატოვების შემდეგ? - კვირის პალიტრა

რამდენი ევრო იქნება ანგელა მერკელის ყოველთვიური პენსია თანამდებობის დატოვების შემდეგ?

გერმანიის კანცლერის თანამდებობის დატოვების შემდეგ ანგელა მერკელის ყოველთვიური პენსია 15 000 ევრო იქნება. ამ ინფორმაცის გერმანიის გადასახადების გადამხდელთა კავშირი ავრცელებს.

კავშირის ცნობით, მერკელის პენსიის რაოდენობას მისი სამუშაო სტაჟი და დაკავებული თანამდებობა განსაზღვრავს. გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, ბუნდესტაგის დეპუტატს უფლება აქვს პენსიის სახით ხელფასის 65% მიიღოს.

შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 25 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიის კანცლერის თანამდებობას 16 წლის მანძილზე იკავებდა, კენჭისყრაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"