ლელა წურ­წუ­მი­ას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და - რას წერს კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

ლელა წურ­წუ­მი­ას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და - რას წერს კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში?

ლელა წურწუმიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ინფორმაციას ადასტურებს მომღერლის მეუღლე პროდუსერი კახა მამულაშვილი, რომელიც ინტერნეტმედიაში გავრცელებულ ნიუსებს "ფეისბუქით" ეხმაურება:

"ამ სათაურით რო დაიწყებ ნიუსს, და მერე შინაარსს რო მიაბავ, ბოდიში მარა მართლა ესაა ზუსტად, ბოროტულად, გამიზნული დაწერილი, თავისი ამ ვითომ შეკითხვებით, ბევრმა რო წაიკითხოს და მერე თითი იშვირონ, რომ ჩვენი ბრალი ყოფილა ყველაფერი.

ჯერ ეს ერთი, არავინ არ გადაუყვანიათ, მე თვითონ მივიყვანე საავადმყოფოში ორი დღის წინ, 12-ში, ატკივდა ყელი და პროფილაქტიკის მიზნით დაიტოვეს, მეორე კიდე, რით ვერ მოინელეთ ეს კონცერტი??? რა შუაშია??? კონტაქტი ქონდა ვინმესთან?

ლევან რატიანის გუნდს დიდი მადლობა… სხვა რაღაცის დაწერას აზრი არ აქვს. ჯამრთელობას გისურვებთ", - წერს მამულაშვილი. წყარო