"მადლობა, ჩემს სიყვარულს...მინდოდა, დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე…" - რას წერს ორსული ალექსანდრა პაიჭაძე?
მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მეორე შვილის დედა ხდება. ბავშვის სქესი მან "ფორმულას" გადაცემა "ქალების" ეთერში გაიგო.
როგორც აღმოჩნდა ალექსანდრას გოგონა ეყოლება.
"არასოდეს წარმომედგინა, რომ ასეთი მასშტაბური Gender Reveal Party გვექნებოდა, მე და ჩემ სიყვარულებს! მადლობა, ყველას, ვინც ჩემი გულითადი საიდუმლო უთქმელად ატარა, მათაც, ვინც უთქმელად ვერ ატარა, მათაც ვინც დაიჯერა, ან არ დაიჯერა, მინდოდა, მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე…
მადლობა, ჩემს სიყვარულს, ამხელა ძალისთვის და ჩემი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე გაზრდისთვის, დაფასებისა და მოფრთხილებისათვის..მადლობა, "ქალებს", ამ გადაცემამ, ურთულესი პერიოდი, სრულ სიცილ-ხარხარში გადამატანინა….
ჩემი ოჯახის წევრები და შვილი, რომელმაც სტიმული მომცა, დავფიქრებულიყავი კიდევ ერთ პტარაზე….მადლობა, სრულიად უცხო გამომწერებს, ასე რომ მგულშემატკივრობთ უანგაროდ და უპირობოდ…. გოგოს დედობა მხვდა წილად, ამჯერად, უდიდესი პატივია და დროული! მადლობა სამყაროს ამ საჩუქრებისთვის…." - წერს ალექსანდრა "ინსტაგრამზე".