კახა კუჭავა:"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მეცნიერის, ფილოლოგის, პოლიტიკოსის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო"
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, ქართველი მეცნიერის, თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა.
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მეცნიერის, ფილოლოგის, პოლიტიკოსის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო.
ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული ენისა და ლიტერატურის, ზოგადად მეცნიერების განვითარების საქმეში“, - აღნიშნა კუჭავამ.
აღსანიშნავია, რომ თამაზ კვაჭანტირაძე საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი იყო. ამასთან, ის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.
"პარლამენტის სახელით ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს", - განაცხადა კახა კუჭავამ.
თამაზ კვაჭანტირაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ინტერპრესნიუსი"