ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ტაჯიკეთისკენ გაფრინდა.
შეგახსენებთ, დაჯგუფება "თალიბანის“ წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს. BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან, რომლებსაც სამთავრობო ძალებისგან მხოლოდ მცირე წინააღმდეგობები ხვდებათ.გამოცემა წერს, რომ „თალიბანის“ ლიდერებმა მებრძოლებს ნაკლები ძალადობისკენ მოუწოდეს.
მათი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ქალაქი დატოვოს.
"ინტერპრესნიუსი"