ენტონი ბლინკენი - აშშ-ის ინტერესებში არ შედის ავღანეთში დარჩენა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის ავღანეთში დარჩენა, რადგან "თალიბანი" დედაქალაქ ქაბულში შევიდა.
ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მილიარდობით დოლარი დახარჯა აშშ-ს ოთხი ადმინისტრაციის პირობებში ავღანეთის სამთავრობო ძალების გაძლიერებაში, რათა მათ უპირატესობა ჰქონოდათ "თალიბანთან" მიმართებაში, მაგრამ მათ ვერ შეძლეს თალიბანის წინსვლის შეჩერება.
"საქმე ის არის, ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ძალებს არ შეუძლიათ დაიცვან ქვეყანა ", - აღნიშნა ბლინკენმა და დასძინა, რომ "ეს მოხდა იმაზე სწრაფად, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით".